ღონისძიება ოკუპაციის მუზეუმში

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრა და მოსწავლეებს შეხვდა.

კონგრესის პრეზიდენტმა საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები დაგმო და საქართველოს სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველოში იმყოფება ასევე ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ანდრეას კიფერი. ქართული მხრიდან დელეგაციას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ უმასპინძლა.