გამოფენა „შობის ღამე“

ნახატებით გადმოცემული საშობაო და საახალწლო განწყობა – მხატვარი ნინო ფერაძე ტრადიციული გამოფენების სერიას აგრძელებს.

ნაძვის ხეები, ზამთრის პეიზაჟები, შობის მახარობლები, ალილო – ხელოვნების სასახლეში წარმოდგენილი ნამუშევრები ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ.

გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებელი ახალ ნამუშევრებსაც იხილავს.

ექსპოზიცია შობის ღამე ხელოვნების სასახლეში ხვალიდან 14 იანვრამდე იქნება წარმოდგენილი.