გალერეა „ნოვოს“ ორგანიზებით, გამოფენა სახელწოდებით „როგორები(ც) ვართ ჩვენ“ გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო სამი მხატვრის, მაკა ბატიაშვილის, ლია შველიძისა და თინა ცხადაძის მიერ შექმნილი ქალების პორტრეტები.
გამოფენა 14 სექტემბერს გაიხსნა და მსურველებს საგამოფენო დარბაზში ერთი თვის განმავლობაში ელოდებიან.