გამოფენა -„ის, რასაც ვხედავ“

„ის, რასაც ვხედავ,“- ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი შალვა მატუაშვილის ექსპოზიციას დაეთმობა.

საგამოფენო სივრცეში ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

ხელოვნების ნიმუში დიდი სიყვარულის შედეგი და მატარებელი უნდა იყოს. ხელოვნებამ უნდა გაუძლოს დროს,- ამბობს თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარი, რომლის ტილოები არაერთ გალერეასა თუ კერძო კოლექციაშია დაცული.

ექსპოზიციის პარალელურად მსურველებს მხატვრობაში მასტერკლასებიც ჩაუტარდებათ.