გამოფენა-გაყიდვა დედაენის ბაღში

დედაენის ბაღში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. საახალწლო ბაზრობაზე საკუთარი ნაწარმი 90-ზე მეტმა მსურველმა წარადგინა, როგორც თბილისიდან, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. გამოფენაზე დასწრება შეუძლია ყველა მსურველს, ვისაც ქართული ნაწარმი აინტერესებს და მის განვითარებას უჭერს მხარს. დედაენის ბაღში მივიდნენ დღეს ამერიკის ელჩი საქართველოში, USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციებიდან მოწვეული სტუმრები. გამოფენა დღის 2 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება.