ძველმანების ბაზრობაზე შემთხვევით ნაპოვნი ნეგატივებით გაცოცხლებული ისტორია.
უცნობი ავტორის მიერ გასული საუკუნის 20-30-იან წლებში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ნაწილში გადაღებული უნიკალური ფოტო-მასალა საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი. ქალაქის ხედები, პორტრეტები, ყოველდღიური ყოფა, საბჭოთა დემონსტრაციები – დაუდგენელი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული სურათების ციფრულ ფორმატში გადაყვანა დასრულდა.
ნაპოვნი ასეულობით ნეგატივი სავარაუდოდ მოყვარულ ფოტოგრაფს ეკუთვნის, თუმცა უნიკალური მასალა მკვლევარებისა და ფოტოგრაფებისთვის თანაბრად საინტერესო აღმოჩნდა. ახლა ფოტოები დამთვალიერებელს „არტ-არეაში“ ელოდება, სადაც ექსპოზიცია 6 დეკემბრიდან გაიხსნება.