ფოლკლორის ცენტრში გამოფენა სახელწოდებით „სარკე“ გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 64 მხატვრის ფერწერული ტილო. გამოფენაზე დაჯილდოვდა სამი მხატვარი, რომელთაც ლეონარდო და ვინჩის პრიზი გადაეცათ.
ღონისძიების ორგანიზატორის განცხადებით, გამოფენა ყოველწლიურად იმართება და დამთვალიერებლებს ნამუშევრების დათვალიერება დღევანდელი დღის ჩათვლით შეეძლებათ, ხოლო შემდეგი ექსპოზიციის წარდგენა 20 ივნისს გაიმართება.