გამოფენა ეროვნულ მუზეუმში

„იმაჯიკა, იტალიური ხელოვნება, მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში“, – ეროვნული მუზეუმი ამ სახელწოდების გამოფენას მასპინძლობს.

მულტიმედიურ ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს საშუალება აქვს, მე-14-დან მე-19  საუკუნის ჩათვლით, მსოფლიო ხელოვნების ისტორიის შედევრებს ახალი ტექნოლოგიების საშუალებით გაეცნოს. ეს არის ხმის, გამოსახულების, განათებისა და მულტიმედიური კონტენტის ერთობლიობა. ნამუშევრების აღწერის მოსმენა კი, ინგლისურ და ქართულ ენებზე ყურსასმენების საშუალებით არის შესაძლებელი.

გამოფენა ეროვნულ მუზეუმში 31 აგვისტომდე დარჩება.