საქართველოს ეროვნული გალერეა ორ მასშტაბურ გამოფენას მასპინძლობს. ხელოვნების მოყვარულებს 31 იანვრამდე მე-19 საუკუნის პორტრეტული სკოლის დაზგური ფერწერისა და ქართული ფრესკების ასლების ნახვა შეეძლებათ. დამთვალიერებელი უცნობი მხატვრების 18 ნამუშევარს გაეცნობა. მე-9-დან მე-18 საუკუნის ჩათვლით აშენებული ეკლესია-მონასტრების უნიკალური ფრესკების ასლების ექსპოზიცია კი გალერეაში 3 თებერვლამდე განთავსდება.