„საქართველო და შეერთებული შტატები – დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია“ – ასე ჰქვია გამოფენას, რომლიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პავილიონში გაიხსნა.
ექსპოზიცია, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს ეძღვნება, ასახავს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან დღემდე.
გამოფენას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დაესწრო.