ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამოფენას მასპინძლობს. სტუდია ენის მიერ ორგანიზებული ექსპოზიცია სახელწოდებით ხელები, 200-მდე მონაწილის ნამუშევარს აერთიანებს. ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები, სუვენირები, თექისა და თიხისგან დამზადებული ნამუშევრები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დაათვალიერა.