გამოფენა ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში

ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამოფენას მასპინძლობს. სტუდია ენის მიერ ორგანიზებული ექსპოზიცია სახელწოდებით ხელები, 200-მდე მონაწილის ნამუშევარს აერთიანებს. ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები, სუვენირები, თექისა და თიხისგან დამზადებული ნამუშევრები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დაათვალიერა.