ინდივიდუალური ხასიათი, აბსტრაქტული ნამუშევრები და ფიგურატიული ფერწერული ტილოები – მხატვარი ალექსანდრე ვარვარიძე დამთვალიერებელს საკუთარ შემოქმედებას ახალი ხაზით წარუდგენს. ვიზუალური არტისტის და გრაფიკული დიზაინერის პერსონალურ გამოფენას გალერეა „ვანდა“ უმასპინძლებს.
გამოფენა ძირითადად მხატვრის ახალ ნამუშევრებს აერთიანებს. ექსპოზიცია გალერეა „ვანდაში“ ხვალიდან სამი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.