ორი მხატვრის კოლაბორაცია – გალერეა „ვანდა“ თანამედროვე ხელოვანების ერთობლივ ექსპოზიციას მასპინძლობს სახელწოდებით, „ადგილი“.
საგამოფენო სივრცეში რიტა ხაჩატურიანის და შაკო ხრიკულის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებია წარმოდგენილი. ავტორები საკუთარი ნახატებით კონკრეტულ ადგილზე განცდილ ემოციებს და შეგრძნებებს გვიზიარებენ.
ორი ხელოვანი მასშტაბური ფერწერული ტილოებით დამთვალიერებელს საკუთარ მხატვრულ სამყაროში მოგზაურობას ჰპირდება.
გამოფენა გალერეა „ვანდაში“ 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.