გამოფენა „აჭარული ნაჭრელები“

აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „აჭარული ნაჭრელები“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე აჭარული ნაქარგობების კოლექცია, ეთნოგრაფიული მასალა, ფოტოები და ვიდეოჩანაწერები წარმოადგინეს. პროექტის მიზანი, ერთი მხრივ, ტრადიციული რეწვის განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებისთვის სახელოსნოში დამზადებული რეწვის ნიმუშების, ხეობაში გაკეთებული ეთნოგრაფიული ჩანაწერებისა და აუდიოვიზუალური მასალების გამოყენებით საქართველოს ამ კუთხისა და მისი ტრადიციების გაცნობაა. პროექტის ავტორი ზურაბ შევარდნაძეა.