„9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარდგენილია ფოტოები და დოკუმენტები, სადაც თემატურადაა ასახული, როგორ მივიდა საქართველო 1989 წლის 9 აპრილამდე და შემდეგ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, 1991 წლის 9 აპრილს. ექსპოზიციაზე წარდგენილი ფოტოები, პლაკატები, საარჩევნო ბიულეტენები, წიგნები და სხვა მასალები ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებშია დაცული.