მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს სასამართლოში გელა კახაბრიშვილი გამოიკითხა. მისი ადვოკატის განცხადებით, გამოკითხვისას კითხვები შეეხებოდა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტულ აქტებს. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, გამოკითხვის პროცესში ახსენეს უკრაინაში მყოფი მაღალჩინოსნები და ქართველი მებრძოლების მათთან შემხებლობა. დასახელდა „ქართული ლეგიონის“ დამფუძნებლის, მამუკა მამულაშვილის გვარიც.