გამოძიება იმ ვიდეო-ჩანაწერითაც ინტერესდება, რომელშიც სავარაუდოდ, ზუგდიდის საკრებულოს წევრი ფიგურირებს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატ გია დანელიას, ოპოზიცია ამომრჩევლებზე ზეწოლაში და მათ მოსყიდვაში ადანაშაულებს. გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, დანელია 19 მაისს დაგეგმილ მერის რიგგარეშე არჩევნებზე, ასევე ამომრჩევლების მოსყიდვის, დაშინების და გატაცების გეგმაზე საუბრობს და პარტიიდან მიღებულ დავალებას ახსენებს. თუმცა თავად დეპუტატი მასალას ფალსიფიცირებულად აცხადებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობაზე მიუთითებს.
სანამ გამოძიება მასალის ავთენტურობას დაადგენს, მანამდე ჩანაწერი მწვავე პოლიტიკური შეფასებების თემა ხდება: ვიდეო-მასალამ დაპირისპირება გამოიწვია ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზეც.