გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე

საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება გრძელდება. მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე მისვლას გეგმავს ხატია დეკანოიძე, თუმცა როდის, უცნობია. არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები უკვე გამოკითხა: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ნათია მეზვრიშვილი, საბა ბუაძე, ირაკლი კუპრაძე, თენგო თევზაძე, ბადრი ჯაფარიძე და ლონდა თოლორაია.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, ოპოზიციას რეალური მტკიცებულებები არ გააჩნია.