გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოხმაურება

მშობელმა, რომლის შვილსაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა დამატებითი გამოცდის დანიშვნაზე უარი უთხრა, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა. ინგა ბაშაროვი აცხადებს, რომ მისი შვილი ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ისტორიის გამოცდაზე ვერ მივიდა, რასაც სამედიცინო დაწესებულებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების დოკუმენტაციით ადასტურებს. მისი თქმით, მათ განცხადებით მიმართეს განათლების სამინისტროს, რის შემდეგაც უარი მიიღეს გამოცდის ჩანიშვნაზე. სარჩელი სასამართლოში შეიტანეს, სასამართლო განჩინება სწორედ სამედიცინო დოკუმენტაციის არსებობის გამო გაიცა, თუმცა განათლების სამინისტრო და გამოცდების ეროვნული ცენტრი სასამართლო განჩინებას არ იზიარებს. კონკრეტულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ეროვნული გამოცდების ცენტრმა განცხადება გაავრცელა.