გამკაცრებული სანქციები

საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ნებართვა შესაძლოა გაძვირდეს.

პარლამენტი „ქართული ოცნების“ სამი დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივის განსახილველად ემზადება. თუ პროექტი მხარდაჭერას მოიპოვებს, მრავალსართულიანი კორპუსების ასაშენებლად საჭირო ნებართვებში დეველოპერულ კომპანიებს რამდენჯერმე გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუწევთ.

მოსაკრებლის ცვლილებას სამშენებლო კომპანიების ნაწილი ნეგატიურად ხვდება. 200-დან 2 000-ლარამდე უნდა გაიზარდოს ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის დაწესებული ჯარიმაც, გარკვეული შეზღუდვები დაუწესდებათ გარემოვაჭრეებსაც.