ცხოველების გასეირნების წესის დარღვევაზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა.
დადგენილი სტანდარტების დამრღვევებს გაზრდილ ჯარიმებს უწერენ. ძაღლის საბელის, ალიკაპის ან ჩიპის გარეშე გასეირნებაზე დაწესებული ფინანსური სანქცია 150 ლარიდან იწყება და დარღვევის განმეორების შემთხვევაში თანხა ორმაგდება. ბოლო დღეებში დედაქალაქის რამდენიმე სკვერში ჯარიმების მასობრივად გამოწერის ფაქტები დაფიქსირდა.