„გამარჯვების პლატფორმის“ დაფუძნების შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ სამტრედიაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. სამოქმედო გეგმისა და მიზნების შესახებ ადგილობრივებს პარტიის ლიდერები ესაუბრნენ. ეს ახალი პოლიტიკური პლატფორმის დაარსების შემდეგ მოსახლეობასთან პირველი შეხვედრაა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მათი ძირითადი მიზანი საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხებაა.