„გამარჯვების კოალიციამ“ მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პარტიის მხარდამჭერებთან მორიგი შეხვედრა გამართეს. მათ „გამარჯვების კოალიციის“ ეკონომიკური ხედვა წარადგინეს. მათი განცხადებით, ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი ანგარიშის საპასუხოდ გაიმართა.

„გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერებმა პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი მოხსენება გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, შალვა პაპუაშვილის ანგარიში არ ეხმიანება საზოგადოების სოციალურ საჭიროებებს. მათი თქმით, პაპუაშვილის ანგარიში საქართველოში არსებულ რეალობას არ ასახავდა.

გიორგი ვაშაძისა და ლევან ბეჟაშვილის თქმით, „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს უმუშევრობას და სიღარიბეს ქვეყანაში.