ყალბი ანგარიშფაქტურების და ზედნადებების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა საგადასახადო დოკუმენტები უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით გააყალბა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 2-დან 4-წლამდე პატიმრობა ემუქრება.