გახსნილი დანაშაული

ყალბი ანგარიშფაქტურების და ზედნადებების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა საგადასახადო დოკუმენტები უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით გააყალბა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 2-დან 4-წლამდე პატიმრობა ემუქრება.