პოლიციამ გუშინ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 2003 წელს დაბადებულ პირს, რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.