გუშინ გვიან ღამით, ერთ-ერთ უბანში ნაცნობებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც, 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ორ ახალგაზრდას შორის კონფლიქტი რესტორანში დაიწყო და მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა. ბრალდებულმა გარდაცვლილს სხეულზე ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე გახსნა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.