სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში რამდენიმე პირს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რა დროსაც, ბრალდებულმა სამი თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. ამავე კონფლიქტის დროს, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიიღო კიდევ ერთმა პირმა. დაჭრილებიდან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენ სამ პირს, ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.