განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, აზერბაიჯანის ერთი მოქალაქეა დაკავებული.
28 წლის პირი რუსთავში აიყვანეს. ის გადამოწმების მიზნით, იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ავტომანქანით გადაადგილდებოდა. შემოწმების პროცესში მან საკუთარი მანქანა დატოვა და გაქცევა სცადა, მაგრამ სამართალდამცველებმა იგი დააკავეს. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება. მიმდინარეობს გამოძიება.