მუშაობა განაახლეს სადგურის მოედანზე არსებულმა ბაზრობებმა. პროცესი სამი დღით იყო შეჩერებული. პანდემიის გამო ადმინისტრაციამ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია გაითვალისწინა. მიწისქვეშა ტერიტორიაზე, სადაც სავაჭრო დახლები ფუნქციონირებს, ჩატარდა დეზინფექცია. ადმინისტრაციის განცხადებით, უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცულია. მომხმარებელი ტერიტორიაზე მას შემდეგ ხვდება, რაც თერმოსკრინინგსა და დეზინფექციას გაივლის. აუცილებელია პირბადის ტარება.