გახშირებული ტყის ხანძრები

გახშირებული ტყის ხანძრები საქართველოს მასშტაბით – ბოლო ერთ კვირაში, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ათამდე კერის ლოკალიზება მოახერხეს. განსაკუთრებით რთული ვითარება გუშინ თბილისის შემოგარენში იყო. მეხანძრე-მაშველები და მოხალისეები ხანძრის ჩაქრობას ერთდროულად წავკისში, წყნეთსა და ნაფეტვრებში ცდილობდნენ. ამ დროისთვის ცეცხლი სამივე ლოკაციაზე ლიკვიდირებულია. მეხუთე დღეა, სტიქიას კახეთში, შილდის ტყეშიც ებრძვიან, პროცესში ჩართულია მძიმე ტექნიკაც, ბოლო მონაცემებით, ხანძრის ლოკალიზება შილდის მთის ფერდზეც მოხერხდა, თუმცა, მონიტორინგის მიზნით, ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხანძრის გამომწვევი მიზეზები ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.