გახდება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძე, დღეს გადაწყდება
გახდება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძე 10 წლის ვადით, – გადაწყვეტილებას პარლამენტი დღეს მიიღებს.
გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ექვსმა ფრაქციამ წარადგინა.
კანდიდატურასთან დაკავშირებით, პრეტენზიების აქვს ოპოზიციას და საკითხის განხილვის გადადებას ითხოვდა. სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით.