შინაგან საქმთა მინისტრი ბიზნესმენებს შეხვდა.
გიორგი გახარიას თქმით, უსაფრთხოების გარეშე ეკონომიკური განვითარება ვერ იქნება სწრაფი და მდგრადი. შეხვედრაზე ყურადღება შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე გამახვილდა, რომლებმაც მინისტრის შეფასებით სხვადასხვა ბიზნესის განვითარებას ხელი უნდა შუწყოს. ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელთა განცხადებით, დახურულ შეხვედრაზე მიღებული ინფრორმაცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის უსაფრთხო ქვეყანაა.