„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ წლის შემაჯამებელი კონფერენციას გამართა. კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა წინასაარჩევნო პროგრამა. ახალგაზრდებს სიტყვით გიორგი გახარიამ და პარტიის სხვა ლიდერებმა მიმართეს, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს მოახლოებულ არჩევნებსა და იმ პროგრამებზე, რომელსაც პარტია მოსახლეობას სთავაზობს. შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებისთვის შეთავაზებული პროგრამების ვიდეო-პრეზენტაცია გაიმართა.