იუსტიციის სახლში მომხმარებლების ნაკადის რეკორდული რაოდენობის გამო, მოქალაქეების მიღება გუშინ 22:00 საათამდე გახანგრძლივდა. მომხმარებლებს იუსტიციის სახლი მანამდე ემსახურებოდა, ვიდრე ყველამ არ მიიღო შესაბამისი სერვისი.
იუსტიციის სახლის ყველა ფილიალი დღის განმავლობაში სულ 25 000-მდე მომხმარებელს მოემსახურა, რაც რეკორდული მაჩვენებელია არა მარტო დღის ნაკადის, არამედ ანალოგიურ დროში გაცემული სერვისების რაოდენობითაც.
გადაჭარბებული ნაკადები იუსტიციის სახლში ორი კონკრეტული სერვისით იყო განპირობებული, რომელთა გაცემის ვადა პირველ ოქტომბერს იწურება.