„გაიცანი საქართველო“, – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ხევსურეთსა და ხევში პრეს-ტური გაიმართა.
სხვადასხვა მედიის 30-მდე წარმომადგენელი იმ სასტუმროებსა და „გესთ ჰაუსებს“ გაეცნენ, რომლებიც ჩართულნი არიან კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“. ტურის წევრებმა ჩირდილის ბანაკი დაათვალიერეს, მოინახულეს არტ-ჰაუსის სახელოსნო და მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივ კულინარიული და ტრადიციული ხელსაქმის მასტერკლასში. მედიის წარმომადგენლებმა სოფელ როშკადან აბუდელაურის ტბებამდე ფეხით 14-კილომეტრიანი მონაკვეთიც გაიარეს. ხევსურეთის მონახულების შემდეგ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ და დაათვალიერეს ჯუთა.