სოფელ როშკაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია

სოფელ როშკას მაღალხარისხიანი ინტერნეტი უკვე მიეწოდება.

ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში სათემო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში, ხეობაში განხორციელებული სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დაათვალიერა და როშკაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ტერიტორიაზე სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე ეტაპზე ინტერნეტით უკვე დაფარულია უკანა ფშავის სოფლები – თხილიანა, შუაფხო, მუქო, ხოშარა, მათურა, ვაკის სოფელი, ახადი, ჭიჩო, უდილაურთა.

უახლოეს მომავალში დაიფარება სოფლები – ელიაგზა, ჩალათხევი, გოგოლაურთა, ზარისჭალა.

მიმდინარეობს არხოტის ხეობის დაფარვის სამუშაოებიც.