ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის ელჩს გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული პირველი ანგარიში გადასცა.
ევროკომისიისთვის განკუთვნილი დოკუმენტი გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად პირველად მომზადდა. ანგარიში 2023 წლის 18 აპრილს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 66-ე სხდომის ფარგლებში დამტკიცდა. დოკუმენტი მოიცავს 35 თავს და მასში ასახულია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი. ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს 2023 წლის ბოლოს განიხილავს.