ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს შეხვდნენ. მათი თქმით, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას. ოპოზიციური ლიდერების განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასაც.