გაერთიანებული სამეფოს არმიის სამხედრო ბენდი საქართველოში

გაერთიანებული სამეფოს არმიის სამხედრო ბენდი საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს. მიზანია ორ ქვეყანას შორის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა. ბრიტანელმა მუსიკოსებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად, ევროპის მოედანზე კონცერტი გამართეს.