შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრა რუსთავში. გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“, დავით კირკიტაძე რუსთავის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. რუსთავში იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, რომლებმაც ამომრჩეველს სიტყვით მიმართეს. მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ კი, იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რასაც მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსთავის მოსახლეობის საკეთილდღეოდ განახორციელებს.