გაერთიანებული ოპოზიცია იმერეთში კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები, ამჯერად სამტრედიაში დაასახელეს. მერობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მამუკა ბიბილეიშვილი იბრძოლებს. მან მთავარ გამომწვევად სიღარიბე და უმუშევრობა დაასახელა.