გაერთიანებული ოპოზიცია აჭარაში საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. მურმან დუმბაძის განცხადებით, მეორე ტურისთვის “ქართული ოცნების” მხრიდან ამომრჩევლების მოსყიდვა ხდება, მოქალაქეებს აშანტაჟებენ და სთხოვენ, მათ მხარი დაუჭირონ.
მედეა ვასაძე მმართველი გუნდის ბათუმის შტაბის ხელმძღვანელს ირაკლი ჭეიშვილს ნარკორეალიზატორებთან თანამშრომლობაშიც ადანაშაულებს.