გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევა

საქართველოში გენდერული ნიშნით აბორტების რაოდენობა შემცირდა. გაეროს მოსახლეობის ფონდმა თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან ერთად იკვლია, რა გავლენას ახდენს სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭებასა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევაზე.

2018 წელს არსებული მონაცემების სიღრმისეული ანალიზით აღმოჩნდა, რომ საქართველოში გენდერული ნიშნით აბორტების რიცხვმა იკლო, რაც კვლევის ავტორების აზრით განპირობებულია როგორც ქალთა ეკონომიკური გაძლიერებით, ისე საზოგადოებაში გენდერული საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებით.

გაეროს მოსახლეობის ფონდი კვლევაზე დაყრდნობით შესაბამის რეკომენდაციებსაც შეიმუშავებს და გამოცდილებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსაც გაუზიარებს, სადაც ეს საკითხი კვლავ პრობლემად რჩება.