ჯასტინ ტრიუდომ და დონალდ ტრამპმა აბორტთან დაკავშირებით ურთიერთსაპირისპირო გადაწყვეტილება მიიღეს

ორი განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო ერთ კონტინენტზე და რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ლიდერები. კანადის პრემიერ-მინისტრმა და დონალდ ტრამპმა, ერთსა და იმავე დღეს, აბორტთან დაკავშირებით ურთიერთსაპირისპირო გადაწყვეტილება მიიღეს.

ჯასტინ ტრიუდომ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მომხრეების წასახალისებლად ახალი პროექტი დაამტკიცა, დონალდ ტრამპმა კი 19 იანვარი სიცოცხლის დაცვის დღედ გამოაცხადა. ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც აბორტის მოწინააღმდეგე ჯგუფებს მხარდაჭერას ღიად უცხადებს.

მისი პრეზიდენტობის 365 დღის განმავლობაში აბორტის წინააღმდეგ მანიფესტაცია, აშშ-ის მასშტაბით, 45-ჯერ გაიმართა.