გაერო-ში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დაგმეს

გაერო-ში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დაგმეს. გენერალურ დებატებზე გამოსვლისას საქართველოს შესახებ განცხადებები მსოფლიო ლიდერებმა გააკეთეს. მათ შორის იყო უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთის ქმედებებს საერთაშორისო წესრიგის დარღვევა და საზღვრების ძალის გამოყენებით გადახედვა უწოდა.

მკაცრი განცხადება გააკეთეს ესტონეთის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და რუმინეთის ლიდერებმა. რუსეთი აგრესიაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა დიდმა ბრიტანეთმაც.