გაერო-ს წყლის რესურსების კონფერენცია

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნიუ-იორკში გაერო-ს 2023 წლის წყლის რესურსების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მიზანი წყლის რესურსების სწორად მართვა და მის მისაღწევად ეფექტიანი ღონისძიებების დასახვაა იყო.

ირაკლი ქარსელაძემ კონფერენციის მონაწილეებს წყლის რესურსების ხელმისაწვდომობის მიმართულებით ქვეყნის მიღწევები გაუზიარა და აღნიშნა, რომ 2025 წელს საქართველოს ყველა ქალაქი 24-საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო 2030 წელს – ქვეყნის სრული მოსახლეობა სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.