გაერო-ს საგანგებო სესია

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დღეს ნიუ იორკია.

ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების შემდეგ, დონალდ ტრამპი მუქარაზე გადავიდა. გაერო-ში ამ წუთებში მიმდინარე საგანგებო სხდომის შედეგზეა დამოკიდებული, შეუწყდება თუ არა რამდენიმე ქვეყანას აშშ-სგან დაფინანსება.

თეთრი სახლის ლიდერის მუქარისშემცველი გზავნილი რეალობად იმ შემთხვევაში იქცევა, თუ თურქეთის და იემენის მიერ გაეროში წარდგენილი რეზოლუცია კენჭისყრის დროს დასამტკიცებლად საკმარის ხმებს მოაგროვებს. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ იერუსალიმის სტატუსი არ უნდა შეიცვალოს.

როგორია წინასწარი განწყობები გაერო-ს წევრებს შორის და მოახდენს თუ არა ტრამპის მუქარა გავლენას?

გივი ბარამიძე ადევნებს თვალს ნიუ იორკში მიმდინარე სხდომას.