ქუთაისში, გაერო-ს კვირეულის ფარგლებში გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა.
გაერო-ს მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაციების, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვისა“ და „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ ორგანიზებით, ღონისძიებას ბოტანიკურმა ბაღმა უმასპინძლა. გაიმართა საჯარო ლექცია სახელწოდებით, „მდგრადი განვითარების მიზნები“, გამოიფინა ნახატები და გაიმართა ვიქტორინა. კონკურსისა და ვიქტორინის გამარჯვებულ მოზარდებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.